|
2021-09-22 17:30:47, 522 ნახვა
საზოგადოება
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა
შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე-7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა იუსტიციის სამინისტროში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვითგაიმართა. კომისიამ პარტიის „საქართველოსთვის" მიერ წარდგენილი საჩივრის შესახებ იმსჯელა და საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ის ფაქტები განიხილა, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია სხდომას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების,პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია ინტენსიურად კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილვს. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.
დონალდ ტრამპი: ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ
დონალდ ტრამპი ირანს ძალიან ძლიერად დავარტყამთ, დიდხანს არ დაავიწყდებათ
NYT: დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, ირანმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა გადაიფიქრა
უკრაინის საჰაერო დარტყმებმა Wildberry-ის საწყობების 15%-ზე მეტი გაანადგურა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)