|
2021-09-21 21:25:43, 669 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია დმანისზე - ეს არის უმძიმესი ფაქტი და თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა
ეს არის უმძიმესი ფაქტი და თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, რომლის ერთადერთი სათქმელი, ურთიერთობის ერთადერთი ფორმა არის ძალადობა, ბოროტება, სისხლი და დაპირისპირება.-ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განცხადა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები გარუვალს ხდის ხელისუფლების ცვლილებას. "ვნახე შემზარავი ფოტოები დაზარალებული ადამიანების და ფაქტია, რომ ძალიან დიდი სისასტიკით და იარაღს გამოყენებით, ჯანმრთელობა დაუზიანეს ადამიანებს. ეს არის უმძიმესი ფაქტი და თავიდან ბოლომდე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა, რომლის ერთადერთი სათქმელი, ურთიერთობის ერთადერთი ფორმა არის ძალადობა, ბოროტება, სისხლი და დაპირისპირება. ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, სკამის გამო, თუნდაც ოპონენტებთან ამ სახის ურთიერთობა არის ძალიან საშიში საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის. დღეს, საქართველოში, არც ერთ ადგილას, არც ერთ ქალაქში, არც ერთ სოფელში ჩვენი მოქალაქეები ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. ჩვენ გვაკარგინებენ მშვიდობას, ერთადერთი რამის გამო, რომ ბიძნა ივანიშვილმა თავი იგრძნოს კომფორტში და მისმა ამ დაჯგუფებამ, "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნოს სკამები. ამაზე ამორალური რა შეიძლება იყოს, რომ სკამის შენარჩუნებისთვის სახე გადაუხსნა შენს თანამოქალაქეს, შენს ოპონენტს, უბრალოდ ადამიანს. ვაპირებ ჩავიდე დმანისში და სოლიდარობა გამოვუცხადო ყველას. ჩვენ ფიზიკურად ადამიანებს ყველანაირად დავიცავთ. არავის მივცემთ საშუალებას, ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვიქნებით ყველა ჩვენი მოქალაქის გვერდში, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ კუთვნილებას, ვინ რომელ პარტიაშია, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. არავის არ შერჩება დანაშაული და ასეთი სისასტიკე ადამიანების წინააღდეგ, ამას გადაყვება "ქართული ოცნება." ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამწვავებს იმ ვითარებას, რომ გარდაუვალია ამ ხელისუფლების შეცვლა", - განაცხადა ხოშტარიამ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)