|
2021-09-21 16:09:12, 586 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სისხლიან ბანერებზე - პლაკატების ავტორი ვინმე მოშე კლუგჰაფტია, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში სიძულვილის ბანერების გაკვრას ვიდეომიმართვით ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნული ბანერების ავტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოყვანილი პირი, მოშე კლუგჰაფტია. მისი შეფასებით, სწორედ ის არის „გენერალი ქართული საზოგადოების ტვინების წინააღმდეგ ომში“. "როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოაფინეს ისევ პლაკატები იქ მე ვარ ცენტრში, მაგრამ ამ პლაკეტების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრალეიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლიტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის რომ ჩვეულებრივად დაგასიაფანტებთ. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ გიტყდებათ პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. მაგრად ტეხავს უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველანი ჩვენ და ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, ყველაფერს აქვს საზღვარი.", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)