|
2021-09-20 16:17:28, 1184 ნახვა
პოლიტიკა
მედიაკოალიცია 5-6 ივლისის მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს და ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს
მედიაკოალიცია 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მათ გადადგან შემდეგი ნაბიჯები: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს გენერალური პროკურატურა
„მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით“, - ვკითხულობთ ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. დილის საათებში, ჰომოფობურად განწყობილი მოძლადე ჯგუფები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბდნენ, საიდანაც პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლეს, დაარბიეს ოპოზიციის მიერ განთავსებული კარვები. შეიჭრნენ „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში. ადგილზე მცირე რაოდენობით იყვნენ მობილიზებულნი სამართალდამცველები. მოძალადე ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. დაშავდა 53 ჟურნალისტი, მათ შორის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)