|
2021-09-19 22:13:04, 958 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ეკლესიიდან განკვეთა
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა ადრე განყენებული მღვდლები ეკლესიიდან განკვეთა. ამის შესახებ მან ამბიონიდან განაცხადა და აღნიშნა, რომ განკვეთილ პირებს ეკრძალებათ სამონაზნო სამოსის და ატრიბუტიკის ტარება. მიტროპოლიტმა სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილმა სასულიერო პირებმა სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დატოვონ. მიტროპოლიტმა სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და განკვეთა: "ბერ-დიაკონმა პეტრემ, ბერ-მონაზონმა ათინოგენემ, მონაზინმა დანიელმა, მონაზონმა ამბროსიმ (ხელაია), მონაზონმა ამბროსიმ (სხულუხია) მონაზონმა დავითმა, მონაზონმა ბასილმა (გვილავამ), მონაზონმა მარკოზმა (წულაიამ) აგრეთვე, გაგა ავალიანმა და ჯაბა ცერცვაძემ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა კანონიკური სასჯელების დაკისრებისა, არათუ შეწყვიტეს ანტიეკლესიური ქმედება, არამედ კიდევ უფრო მეტი თავხედობით და ზღვარგადასული უკეთურებით განაგრძნობენ ქმედებებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მონასტული ცხოვრების წესს და საეკლესიო კანონებს. მათ არაერთხელ მოაწყვეს თავდასხმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტზე და სხვა სასულიერო პირებზე. აგრეთვე მუდმივ ტერორში ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეობას".- თქვა მიტროპოლიტმა.
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)