21:25 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 15:48:54, 714 ნახვა

მსოფლიო
ისრაელში ჩატარებული კვლევა - პირები, რომლებმაც მესამე დოზა მიიღეს, ვირუსის გართულებისგან 20-ჯერ მეტად არიან დაცულები

ისრაელში ჩატარებულმა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პირებს, რომლებმაც მიიღეს კორონავირუსუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, თითქმის 20-ჯერ უფრო მეტად არიან დაცული სერიოზული გართულებისგან  და 10-ჯერ უფრო მეტად არიან დაცულნი ინფიცირებისგან.-ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემა ჯანდაცვის სამინსიტოს კვლევას ეყრდნობა, რომელიც ოთხშაბათს გამოაქვეყნა „New England Journal of Medicine“– მა და  აჩვენებს, რომ  „ფაიზერისა“ და ბიოტექის“ ვაქცინის მესამე, ე. წ „ბუსტერ დოზის“  მიღებიდან მინიმუმ  12 დღის შემდეგ, ინფიცირების შანსი 11.3-ჯერ ნაკლებია.

კვლევა ჩაატარეს „ვაიცმანის მეცნიერების ინსტიტუტის“ მკვლევარებმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, „ებრაულმა უნივერსიტეტმა“, „შებას სამედიცინო ცენტრმა“ და „KI ინსტიტუტმა.“

კვლევამ 1 მილიონზე მეტი ისრაელის მოქალაქე მოიცვა.  

შეგახსენებთ, რომ ისრაელი პირველი  ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად შესთავაზა მესამე დოზა თავის მოქალაქეებს . თავდაპირველად  იგი 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი .  ამაშჯამად 12 წლიდან   ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია ე.წ „ბუსტერ“ დოზის მიღება. ამჟამინდელი მონაცმეებით, თითქმის 3 მილიონმა ადამიანმა მიიღო მესამე დოზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics