|
2021-09-17 11:20:12, 669 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი სუს-ის ჩანაწერებზე - უნდა განვიხილოთ სტრასბურტის სასამართლოში სარჩელით შესვლის საკითხი
პარლამენტში ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები სახალხო დამცველის მოადგილესთან, გიორგი ბურჯანაძესთან შეხვედრას მართავენ. როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა შეხვედრამდე განაცხადა, განხილული იქნება სუს-ის უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობები. როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ სუს-ის მიერ უკანონო ფარული თვალთალისა და მიყურადების ფაქტებს „საჩივარი, ასობით მოქალაქის უკანონო მიყურადებაზე დიდი ხანია არის შესული და ეს საკითხი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გაჩერდა საკონსტიტუციო სასასმართლოში და ვერანაირი წინსვლა ვერ ნახა. უნდა განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოში შესაბამისი სარჩელით შესვლის საკითხი და ამასთან დაკავშირებით გვექნება დღეს ჩვენ, ჩვენს იურისტებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელს შესაბამისად კონსულტაციები, რომ გავარკვიოთ იურიდიული დეტალები, რა იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ამ ვითარებაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)