20:52 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 17:37:15, 552 ნახვა

საზოგადოება
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქცია-პერფორმანსი სუს-თან - სამართალდამცველებმა პარტიის ორი წევრი დააკავეს

პოლიტიკურმა პარტიამ ,,გირჩი-მეტი თავისუფლებამ" სუს-ის შენობასთან პერფომანსი გამართა და ადგილზე წინასწარ მიყვანილი  შკოდის ფირმის ავტომობილი  დაამტვრია.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ ვიდეოპერფორმანსის გადაღებისას განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა არის პირველი, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა დაინგრეს.

"იშვიათად საინტერესო ლაივი იქნება... აქედან იმართება ეს ქვეყანა, 2 ოქტომბრის არჩვნებიც აქედან ჩატარდება. ისინი აკონტორლებენ ყველაფერს, რას ჭამთ, რას სვამთ, რითი შეიძლება თქვენი დაშანტაჟება... პოლიცია აგილზეა... როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება ეს შენობა არის დასანგრევი. სუსის სიმბოლო არის შკოდა ოქტავი და ასე უნდა დაილეწოს სუს-ის შენობაც, როგორც ახლა ეს მანქანა დაილეწება." -  განაცხადა ჯაფარიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს დაპირისპირება  სამართალდამცველებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის მოჰყვა, რა დროსაც  პარტიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ჩელე ყურუა დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics