|
2021-09-16 12:44:13, 673 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - გემუქრებით, მოგიწევთ ბოდიშის მოხდა „ფეიკ ინფორმაციის“ გამო, რომელიც ვრცელდება
კარგად იცით, რომ ჩიპი ნახევრად არ იშლება და როდესაც ჩანაწერს სანახევროდ ავრცელებთ, ეს ყველაფერზე მეტყველებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ოპერატორზე ქარელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. კობახიძე აცხადებს, რომ „მთავარის“ ოპერტორი არა მეორე სართულიდან, არამედ ერთი მეტრის სიმაღლიდან, უკან-უკან წავიდა და ისე გადავარდა. კობახიძემ ჟურალისტებს მიმართა და „დაემუქრა“, რომ მოუწევთ ბოდიშის მოხდა იმ ‘ფეიკ ინფორმაციის“ გამო, რომელსაც ავრცელებენ. „ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის ტყუილი. თქვენ კარგად იცით ისიც, რომ ჩიპი ნახევრად არ იშლება. როდესაც ჩიპის ჩანაწერს ავრცელებთ სანახევროდ, ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. კადრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს ორი მეტრი გამოვარდნილი ადამიანი ქუჩაში, არა მეორე სართულიდან, არამედ ორი მეტრიც არ იყო ის ადგილი, ერთი მეტრი იყო, უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, როდესაც ქარელის მერს უწოდებთა „ჩლიქოსანს“, ეს არის სირცხვილი. რაც შეეხება მერების მიმართ ბრალდებებს და გამოგონილ მეტსახელებს, ეს არის ტყუილი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს ტელევიზიებს ყველა ის „ფეიკ ინფორმაცია“, რომელიც ვრცელდება. გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა, იმ „ფეიკ ინფორმაციის“ გამო, რომელიც ვრცელდება, ამისთვის ჩვენ მივმართავთ ყველა შესაბამის დაწესებულებას, ორგანიზაციას, ორგანოს, აბსოლუტურად ყველას“, - განაცხადა კობახიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)