|
2021-09-15 20:47:44, 715 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი -მივმართავ პოლიციელებს, როდესაც გაიძულებენ წესის და კანონის დარვევას და ყველა მოქალაქის ჩაწერას არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანება
მინდა მივმართო ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, პოლიციელებს, განსაკუთრებით ამ სკანდალების ფონზე, როდესაც თქვენ გაიძულებენ ყველა წესის და კანონის დარღვევით, პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას,არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, „ფეისბუქზე" გავრცელეულ ვიდეოში ისაუბრა. მისი თქმით, ყველა პოლიციელს ბანკის ვალი უნდა ჩამოეწეროთ და პენსია ათას ლარამდე გაეზარდოთ. „მინდა მივმართო ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, პოლიციელებს, განსაკუთრებით ამ სკანდალების ფონზე, როდესაც თქვენ გაიძულებენ ყველა წესის და კანონის დარღვევით, პრაქტიკულად ყველა მოქალაქის ჩაწერას, რაც არის დამამცირებელი პოლიციელის ღირსებისთვის, რადგან პოლიციელი უნდა იცავდეს კანონს და ასეთი რაღაცები კანონით რეგულირდება. ვიცით, რომ „ოცნების“ მხარდამჭერ კრიმინალებს არ გაკარებინებენ ხელს, სანამ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ მოგცემთ ნებართვას, ასე იყო ავსტრალიელის მკვლელზე და უამრავ სხვა ადამიანზე. ვიცი, რომ უაზროდ გაცდენინებენ დროს, როდესაც პატრულის თანამშრომლებს აყენებენ გზაჯვარედინებზე და ავალებენ ძველი „გაიშნიკებით“ მოძრაობის რეგულირებას, - ეს არ არის ნამდვილად პატრულის საქმე. ისევე როგორც არ იზრდება ხელფასი, თითოეულ თქვენგანს აქვს საბანკო ვალი და ასევე, პენსია არ გაზრდილა 2012 წლიდან, დარჩა 350 ლარის დონეზე, რაც უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, უნდა იყოს მინიმუმ 1000 ლარი. ყველას გვესმის, რომ ეს რეჟიმი მიდის დასასრულისკენ, ახლა მთავარია მას არ ჩავყვეთ საფლავში. არ უნდა შეასრულოთ უკანონო ბრძანებები. მიმაჩნია, რომ ყველა პოლიციელს საბანკო ვალები უნდა ჩამოეწეროს, პენსია უნდა გაიზარდოს 1000 ლარამდე, მე გამიკეთებია და ვიცი, რაზეც ვსაუბრობ. პოლიციელი, რომელსაც აქვს სოციალური დაცვის გარანტიები, უკეთესად იცავს თავის მოქალაქეებს და არ აქვს ცდუნება კორუფციისკენ წასვლის. ცოტაც კიდევ გაძელით, ჩემო მეგობრებო, რადგან მე კარგად ვიცი, რომ ბევრი თქვენში არის პატრიოტი. ეს კოშმარი, რომელიც მთელ საქართველოს ეხება, თქვენც გეხებათ, სრულიად მალე დასრულდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)