|
2021-09-15 11:42:48, 372 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხელაძე გარეჯის, იოსელიანისა და კლდეკარის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში გარეჯის, იოსელიანისა და კლდეკარის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. „აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან. ვიმყოფებოდით ლოტკინზე, სანერგე მეურნეობის დასახლებაში. წლების განმავლობაში მიმდებარე ქუჩებზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. თუმცა არის საკითხები, რომლის გადაჭრაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. სწორედ ამ თემებზე ვიმსჯელეთ მოსახლეობასთან და შევთანხმდით, რომ ჩვენი არჩევის შემთხვევაში, ეტაპობრივად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ", - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)