|
2021-09-14 22:15:26, 527 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ
„ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' გორის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წარდგენაზე. მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართული ოცნების'' გუნდს და გორის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ განვლილი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა. ,,ცხოვრების ყველა ეტაპზე განსაკუთრებით ვაფასებდი იმ ფაქტს, რომ გორიდან ვიყავი. ამ ქალაქმა ბევრი რამ მომცა, მუდმივად ვცდილობდი, აქ მცხოვრები, საკუთარ ქალაქსა და ქვეყანაზე შეყვარებული, ბევრი გაჭირვებისა და სირთულის მნახველი ხალხი გამეხარებინა. ჩემო გორელებო, თქვენს სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ და თავს ვალდებულად მივიჩნევ, მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო და იმედები არ გაგიცრუოთ. როგორც მთელი ცხოვრება, ახლაც დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერაში და მჯერა, ჩემს გამარჯვებას გორის გამარჯვებად ვაქცევთ. ყოველდღიური შეხება მაქვს გორელებთან და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავდგათ ის გარდამტეხი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბუნებრივია, არის სირთულეები, თუმცა, ჩემი სპორტული კარიერა სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ სირთულეებში მუდმივად ვხედავდი შესაძლებლობებს და მათ დასაძლევად ბოლომდე ვიბრძოდი. ასე ვაპირებ პოლიტიკაშიც და მჯერა, ახალგაზრდა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წარმატების ახალ ისტორიას დავწერთ.'' განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: ზაზა მათოშვილი, ბექა ლობჟანიძე, დავით სარალიძე, მერაბ მელანაშვილი, მამუკა ბაზანდარაშვილი, ასმათ ტალახაძე, იოსებ მუმლაძე, ჯაბა იმერლიშვილი, ბორის გოგიჩაიშვილი, კობა ბერიანიძე, გიორგი შიოშვილი, მანუჩარ ლაფაჩი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)