|
2021-09-14 21:33:41, 507 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს გორს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება
ჩვენ წელს გორის 10 სოფელში დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 14 000 მოსახლეს მიეწოდება წყალი 24 საათის განმავლობაში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს გორის ყველა მცხოვრები ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. „გორში 48 143 ბენეფიციარი 24 საათიან წყალმომარაგებით სარგებლობს, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს „კვერნაკის" უბანში და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მთელ გორს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ისევე, როგორც 2025 წლის ბოლოს, ჩვენი ყველა ქალაქის მოსახლეობა ისარგებლებს წყლით 24 საათის განმავლობაში",- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში, მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ისტორიული სამეფო ქუჩა საინტერესო ადგილი იქნება როგორც გორის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში 2 თვეა მიმდინარეობს გორის ცენტრალური პარკის სრული, კაპიტალური აღდგენის პროცესი და ასევე სტალინის გამზირისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)