|
2021-09-14 13:37:02, 2121 ნახვა
ომი უკრაინაში
ივანე ჩხეიძე შემოდგომაზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობს
არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება აღინიშნოს. - ამის შესახებ "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნისთვის დამანგრეველი ტალღის ერთადერთი პირობა იქნება თუ ახალი მუტაცია გამოჩნდება. „ქვეყნისათვის მართლაც დამანგრეველი ტალღის ერთადერთი პირობა იქნება თუ ახალი მუტაცია გამოჩნდება. „დელტა ვარიანტის“ „მაქსიმალური“ შესაძლებლობები გამოვლენილია: 17 აგვისტოს 6 208 შემთხვევა გვქონდა. ეს პიკი იყო და შესაბამისად ინფიცირებულთა რაოდენობა თანდათან მცირდება. მეხუთე ტალღა შესაძლებელია, იყოს ქვეყანაში, მაგრამ ამის უკან იდგება, ალბათ, არა ახალი მუტაცია, არამედ ის ფაქტორი, რაც შემოდგომა-ზამთრის სეზონთანა დაკავშირებული, ანუ აცივება, რაც, ავტომატურად, იწვევს მეტი ადამიანის თავმოყრას დახურულ სივრცეში. ეს ინფექციის გადაცემას აიოლებს. არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის მომატება აღინიშნოს. მთავარია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)