|
2021-09-13 20:35:56, 492 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია- დღეს დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე ვისაც არ უსმენენ
დღეს დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე ვისაც არ უსმენენ და ვის მიმართაც არ ხორციელდება ფარული მიყურადება.- ასე გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელია. მისი თქმით, ის რომ ადამიანი პროტესტის გამოხატვასაც ვერ ბედავს - საარაკო სიგიჟეა. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიული კუთვნილება გადავდოთ გვერდზე. თუკი ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს ფარული მიყურადება, აღარ უსმენდნენ არც სასულიერო პირს, არც პედაგოგს, არ გამცირებდნენ ჟურნალისტებს და საქართველოს მოქალაქის უფლებები აღარ იყოს შელახული, ცვლილებები უნდა მოვიტანოთ 3 ოქტომბერს. მე ვფიქრობ, აღარაფერ შუაში არ არის რომელი პარტიის მხარდამჭერი ხარ. მე მაინტერესებს ამ ქვეყანას მომავალი ექნება თუ არ ექნება, დღეს დავრწმუნდით, რომ არ არსებობს საქართველოს მოქალაქე ვისაც არ უსმენენ და ვის მიმართაც არ ხორციელდება ფარული მიყურადება. ისიც ვიხილეთ - მსხვერპლი ისეთი დამუშავებული ჰყავთ, ამ შემთხვევაში სასულიერო პირის სახით, რომ გამოდის და ამბობს - მერე რა, რომ უშიშროების სამსახური მე მიღებსო. ადამიანი პროტესტის გამოხატვასაც ვერ ბედავს - საარაკო სიგიჟე ხალხო. ეს არის მორალური დაცემის მაგალითი, ამიტომ ყველა მივდივართ 2 ოქტომბერს და ხმას ვაძლევთ ოპოზიციას. ჩვენ ვიხილეთ მსხვერპლი, რომელიც არ უარყოფს ამას, მაგრამ თქვა უნდა მისმინონო - აქ უფრო მძიმედ და ტრაგიკულად გვაქვს საქმე, ვიდრე მავანს ჰგონია. ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. ყველაფერზე საუბარი უკვე მერიდება, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რეჟიმი წარსდგა მთელი თავისი მანკიერებით, ამიტომ კარგს ვერავინ ვეღარ ელოდება და გამოსავალი არის 2 ოქტომბერში. "ქართული ოცნება" უნდა შეეგუოს მარცხს", - განაცხადა მელიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)