23:43 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 16:30:50, 552 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ „კოკა-კოლას“ ახალი ქარხანა დაათვალიერა

„კოკა-კოლას“ პრეზიდენტის, თემურ ჭყონიას მოწვევით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნატახტარში სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ახალ ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს გაეცნო.

„დავათვალიერეთ „კოკა-კოლას“ საწარმო. ვფიქრობ, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი განხორციელდა. მადლობა მასპინძლობისთვის თემურ ჭყონიას. მართლაც სასიამოვნოა მსგავსი პროექტების განხორციელება,  ეს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„კოკა-კოლას“ პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ მადლობა გადაუხადა კახა კალაძეს სტუმრობისთვის და ბიზნესის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ ერთმანეთთან ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს. კარგი შეხვედრა გამოვიდა. თბილისის მერს გავაცანით ჩვენი ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომლები და ა.შ. მადლობა მას ინტერესისთვის, რაც  ჩვენი ბიზნესისადმი გამოხატა“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics