03:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 12:08:44, 761 ნახვა

ეკონომიკა
„პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამით" გათვალისწინებული აუდიტში საქართველომ ისევ საუკეთესო შეფასება მიიღო," - საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი

„პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამით" გათვალისწინებულ აუდიტში საქართველომ კვლავ საუკეთესო შედეგი მიიღო. აუდიტის შედეგები საქართველოს საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობამ აშშ-ს დელეგაციასთან შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო აშშ-ს მთავრობის „პორტების საერთაშორისო  უსაფრთხოების პროგრამაში" მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც 2014 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში. პანდემიის გამო 2020 წელს დაგეგმილი აუდიტი 2021 წელს ჩატარდა. მისი თქმით, ასევე ფასდება სახელმწიფოს მიერ ნავსადგურების და გემების უშიშროების საერთაშორისო კოდექსის (ISPS Code) სათანადო დანერგვა. სწორედ აღნიშნული აუდიტის შედეგად საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართულ ნავსადგურებში უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით საქართველო წლიდან წლამდე აუმჯობესებს მაჩვენებლებს. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება მიიღო, რისთვისაც საქართველოს დელეგაციას აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სპეციალური ჯილდო "Excellency Award'' გადასცა. წელს ჩატარებული აუდიტის შედეგები კი აჩვენებს, რომ აღნიშნული მიღწევები არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, არამედ გავაუმჯობესეთ," - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics