00:55 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-12 17:05:49, 517 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ ჩართულები თუნდაც მედიაციის პროცესში რეგიონის მასშტაბით და გვინდა, რომ ქართველებმა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში

გვაქვს წარმატებული საგარეო პოლიტიკა, ჩვენს მეზობლებთან, ყველასთან ძალიან იდეალური, მეგობრული, ძმური ურთიერთობა გვაკავშირებს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა და ბაზრების გახსნის მნიშვნელობას, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში განხორციელდა.

„ჩვენ ვართ ჩართულები თუნდაც მედიაციის პროცესში რეგიონის  მასშტაბით და გვინდა, რომ ქართველებმა, საქართველომ წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის  აღდგენაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის, ყველასთვის. გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პასპორტით, ქართული პასპორტით გადაადგილდებიან  უვიზოდ ევროკავშირში, გავხსენით ბაზრები, ევროკავშირთან, რუსეთთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ყველასთან და ამას ყველაფერს სჭირდება გამოყენება. ათვისება სჭირდება ამ პროგრამებს, პროექტებს და მეტი კეთილდღეობა, მეტი  განვითარება გვჭირდება. ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით, არჩევნებს, რა თქმა უნდა, ჩავატარებთ ძალიან მშვიდად, სტაბილურად, დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და მომდევნო 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები, ესეიგი 2024 წლამდე და მანამდე სამი წელი კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ  მხოლოდ საქმეზე, საქმე, საქმე და საქმე, მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ  ჩვენ ყველამ ერთად და  განვითარებაზე", - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics