00:55 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 20:45:20, 573 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ გახსნა ბაზრები - ევროკავშირის ბაზარი, მოიტანა უვიზო რეჟიმი და ხელშესახები პროგრესი ნატოსთან, ეს არის დიდი მიღწევები, მით უმეტეს იმ უწყვეტი საბოტაჟის და მტრობის პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით

2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე არც ერთი, არავითარი თავისუფალი სიტყვა არ ისმოდა ქვეყანაში, ყველაფერი დახშული იყო და და ყველაფერი დარაზული იყო, რომ იტყვიან. ეს გაიხსნა, ქვეყანამ ამოისუნთქა, თავისუფლება დაბრუნდა, ჩვენი მოქალაქეები ვითარდებიან და ასეთ თავისუფალ გარემოში ახდენენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ყველაფერს - მშვიდობას და სტაბილურობას სჭირდება შენარჩუნება.

„უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ" გახსნა ბაზრები - ევროკავშირის ბაზარი, უვიზო რეჟიმი მოიტანა თუნდაც, ნატოსთან ასეთი ხელშესახები პროგრესი, გახსნა რუსეთის ბაზარი, ჩინეთის ბაზარი. ეს არის დიდი მიღწევები, მით უმეტეს იმ ფონზე და იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ მუდმივი, უწყვეტი საბოტაჟის და მტრობის პირობებში. თუნდაც ის ფაქტი, რომ 6 თვის განმავლობაში ამ ადამიანებმა საბოტაჟის ქვეშ ამყოფეს ქვეყანა და დაღალეს ხალხი, არ შედიოდნენ პარლამენტში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ 2 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ღირსეულ არჩევანს გავაკეთებთ და „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, უკვე მერვედ, ღირსეულად და დამაჯერებლად. დიდი მადლობა თქვენ ყველას თქვენი ერთგულებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics