00:54 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 18:52:39, 348 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხი დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით, პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს

მთავარი გამოწვევა, რაც საზოგადოებას აწუხებს, არის სიღარიბე და უმუშევრობა, ჩვენ ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი" , „შეღავათიანი აგროკრედიტი".

„ამ პროგრამებით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ბენეფიციარი ჰყავს ამ პროგრამას, მაგრამ, ჩვენ ახლა უნდა გავაფართოოთ აღნიშნული პროგრამების მასშტაბები და მთელი ქვეყანა უნდა მოვიცვათ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ პროგრამებით და ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ვიცით და გვჯერა, რომ  ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. ეს არჩევნები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმით, რომ  მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გვექნება არჩევნები. ხალხი მართლაც დაიღალა ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით და ყოველ წელს ეს პოლიტიკური უსაგნო, უსაფუძვლო ბატალიები უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ჩვენ, ყველამ ერთად, როგორც მთავრობამ ასევე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მთავარ საქმეზე, იმ მთავარ პრობლემებზე, გამოწვევებზე რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ასე, რომ კიდევ ერთხელ სრული მობილიზება უნდა გავაკეთოთ, მშვიდად ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics