|
2021-09-10 20:38:06, 706 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია-„ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს
„ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს. 40%-იან ნიშნულსაც კი ვერ უახლოვდებიან და ეს იციან-ამის შესახებ ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,საარჩევნო ურნებთან, ძალიან მშვიდობიანად და მტკიცედ უნდა მივიდეთ, ძალიან ბევრი და, საარჩევნო ურნებნთან რევოლუცია მოვუწყოთ „ქართულ ოცნებას,“ ბიულეტენით ხელში. „უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის საარჩევნი კამპანიაში. ის რასაც მე ვხედავ, ეს არის უკვე განაჩენი ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მართლაც ხორცი უნდა შეესხას 2 ოქტომბერს. საარჩევნო ურნებთან, ძალიან მშვიდობიანად და მტკიცედ უნდა მივიდეთ, ძალიან ბევრი და მშვიდობიანად, საარჩევნო ურნებნთან რევოლუცია მოვუწყოთ „ქართულ ოცნებას,“ ბიულეტენით ხელში. ამ ბრძოლას ჩვენ გამარჯვებამდე მივიყვანთ. არ მივცემთ უფლებას ოლიგარქს, კიდევ უფრო მეტად გააღარიბოს, უფრო მეტად უიმედობის და უპერსპექტივობის მორევში გადაუშვას მთელი საზოგადოება, პირიქით, - ჩვენ ამ ქვეყანას წელში გავმართავთ, მორალური უპირატესობით და სიმშვიდით ქვეყანა განვითარდება. „ქართული ოცნება“ რას საუბრობს, არის მეასეხარისხოვანი, „ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს. 40%-იან ნიშნულსაც კი ვერ უახლოვდებიან და ეს იციან. წერენ თავიანთ დახურულ კაბინეტებში კვლევებს და შემდეგ ატარებენ პრეზენტაციებს, ამაზე თავადაც კი ეღიმებათ. სასაცილოა ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაგრამ რაც უფრო მეტად და ხშირად ჩაატარებენ მსგავს პრეზენტაციებს, საზოგადოებისგან უფრო მკაფიოდ ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ვინც ამ პრეზენტაციას ატარებს, მასაც არ სჯერა ამ კვლევების“, - განაცხადა
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)