|
2021-09-10 20:05:14, 615 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი საერთო მიზანი და ოცნებაა სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაერთიანება, ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება
ჩვენ ყველამ ერთად ძალიან დიდი გზა გავიარეთ, ის გზა, რომელიც ჩვენმა დიდმა ოჯახმა - „ქართულმა ოცნებამ" გამოიარა და ჩვენს ქვეყანას მოუტანა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა განვითარება მოიტანა ყველა მიმართულებით, ყველა სექტორში არის ხელშესახები პროგრესი და წინსვლა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, სოფლის მეურნეობა, კულტურა, სპორტი, განათლება, ჯანდაცვა, თუ ადგილობრივი წარმოების განვითარება. „ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ის საქმეები, რაც ჩვენმა დიდმა გუნდმა განახორციელა, ხელშესახები და კონკრეტულია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი საქმე, გაათმაგებული ტემპებით მუშაობაა საჭირო ახლა იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა, უმუშევრობა და სიღარიბე რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული. ჩვენ ბოლო წლებში 7 გამარჯვება მოვიპოვეთ და ამით მხოლოდ ჩვენი გუნდი არ არის გამარჯვებული, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანაა გამარჯვებული. ჩვენი საერთო მიზანი და ოცნებაა სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაერთიანება. არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, მანამ, ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რადგან ჩვენს შიდა სიტუაციას ძალიან კარგად აკვირდება როგორც მტერი, ასევე ჩვენი მოყვარე, ასევე ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. აკვირდებიან, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების" მმართველობის ეს მართლაც უნიკალური, გამორჩეული პერიოდი, ვგულისხმობ მშვიდობიან, სტაბილურ პერიოდს, იყოს შენარჩუნებული, განმტკიცებული, გამყარებული და კიდევ მეტი შედეგი დავდოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნებისთვის ძალიან დიდი ყურადღებით და ფრთხილად არჩევს მერობის კანდიდატებს, ვინაიდან მერები არიან ის ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან მოსახლეობას და ისინი მუდმივად უნდა იყვნენ კონცენტრირებული, ადგილზე მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)