|
2021-09-10 16:56:26, 441 ნახვა
პოლიტიკა
ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვასილ გველესიანმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცენტარული ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. -ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე დავიწყეთ შეხვედრები. პირველი შეხვედრა საყავრიის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ გიორგი კაკოიშვილთან ერთად. ბოლო წლების განმავლობაში საყავრიის ტერიტორიაზე ბევრი მნიშნელოვანი პროქტი განხორციელდა. სრულადაა მოწესრიგებული წყალმომარაგება და საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პირველ საჯარო სკოლას, ლაღიძის ქუჩაზე რეაბილიტირდა სპორტული მოედანი. დაგეგმილია ჭავჭავაძისა და მერჩულის ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. მოსახლეობა მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი კაკოიშვილს, მისი დეპუტატობის პერიოდში განხორციელებული პროექტებისათვის და უდიდეს იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ის უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდო მოსახლეობის ჩართულობა, რადგან თითოეული პროექტი დაიგეგმოს და განხორციელდეს მოსახლეობის სურვილისამებრ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)