|
2021-09-10 12:47:02, 547 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - „ქართული ოცნებას“ 48.6%, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 27.1%, „საქართველოსთვის“ 5.8% უჭერს მხარს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“ მმართველ გუნდს მხარს გამოკითხულთა 48.6% დაუჭერდა. ამავე კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 27.1%-ით, მესამე ადგილზე კი პარტია „საქართველოსთვის“ 5.8%. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს და გამოკითხვაში 2975 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. ,,დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები. საველე სამუშაოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2975 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 83.8 პროცენტმა დაასახელა, ცდომილების ზღვარი არის 3%. კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას - „ქართული ოცნება“ 48.6%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 27.1%, „საქართველოსთვის“ - 5.8%, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.4%, „მოქალაქეები“- 2.6% , „პატრიოტთა ალიანსი“ - 2.4%, „მესამე ძალა“ - 2.3%, „ლელო“ - 2.3%, „ლეიბორისტული პარტია“ - 1.2%, გირჩი 1.1%, „ევროპული საქართველო“- 1.1% და სხვა პარტიები - 2.1%“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)