|
2021-09-09 14:45:21, 420 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად, დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრები დიღმის მასივში მდებარე, ახლადმოწყობილ და რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებში გაიმართა. თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. „გვახსოვს წლები, როცა სპორტული მოედნების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობები მიმდინარეობდა. 2017 წელს, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდით და ვაგრძელებთ ამ მიდგომას. არცერთი სკვერი, არცერთი სპორტული მოედანი არ განადგურება ჩემი მერობის პერიოდში. პირიქით, ვცდილობთ, დავიბრუნოთ გასხვისებული სივრცეები და სხვადასხვა პროექტები განვახორციელოთ რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების სახით. თითოეულ უბანში და რაიონში შევალთ, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე შევქმნათ. ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენ ვემსახურებით ხალხს. მზად ვართ ამ მსახურებისთვის, შრომისთვის და 24-საათიან რეჟიმში მუშაობისთვის", - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობას დღეს წარუდგენს ქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით თავის ხედვას და გეგმებს. „საღამოს რვა საათზე მაქვს პრეზენტაცია და თბილისელებს მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას, თუ რა გაკეთდება ამ მიმართულებით, რა პროგრამები შემოგვაქვს, რა სიახლეები იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვა პანდემიისგან თავდაცვისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოქალაქეებს ერთმანეთის გაფრთხილებისკენ მოუწოდა. მოსახლეობას უბნის საჭიროებებზე ესაუბრა დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი. „ვიცი დიღმის მასივის მოსახლეობის განწყობა და ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რაც მომავალი წარმატების საწინდარია. დიღმის მასივი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი უბანია და ვიმუშავებ იმისთვის, რომ ეს მიმზიდველობა ამ უბანმა არა მარტო შეინარჩუნოს, არამედ კიდევ უფრო გალამაზდეს და განვითარდეს", - აღნიშნა გივი ჩხარტიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტის წევრები.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)