|
2021-09-09 12:41:06, 625 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - მომდევნო კვირაში მოზარდების ვაქცინაციისთვის დამატებით მტკიცებულებებს მოვიპოვებთ
მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს მტკიცებულებებს, რომლებიც საჭიროა მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საბჭო იმსჯელებს იმ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც, რომლებსაც აქვთ თანხმლები დაავადებები. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე შეიქმნა პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე 12-დან 16 წლამდე მოზარდები აიცრან. „მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით. არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან მოგეხსენებათ, ჩვენც ვიწყებთ აცრებს, ხოლო მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, ვისაც აქვს რაიმე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ მომდევნო კვირაში. შესაძლებელია, ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ. უკვე შეიქმნა იმის პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრან 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)