|
2021-09-08 21:21:01, 446 ნახვა
პოლიტიკა
ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძნობს. კანდიდატი უკვე მუნიციპალიტეტის 19 სოფლის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. დღეს ვასილ გველესიანი სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის მოსახლეობას ესტუმრა. -ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის სოფლების მთავარ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, რომლის აღმოფხვრის გზებზეც მომავალი 4 წლის განმავლობაში იზრუნებს.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უკვე 19 სოფლის მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. დღეს სოფელ კლდეეთის, კინოთისა და ტაბაკინის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიმყოფებოდი. ბოლო წლების განმავლობაში კლდეეთსა და ტაბაკინში სრულად მოგვარდა გაზიფიცირების პრობლემა. ბეტონის საფარი დაიგო კლდეეთისა და ტაბაკინის დამაკავშირებელ გზაზე. რაც შეეხება სოფელ კინოთს, აქ სრულადაა მოგვარებული წყლის პრობლემა, ხოლო გაზიფიცირების პრობლემა უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება. მე და ჩემი გუნდი ყველა სოფელში კონკრეტული სამოქმედო გეგმით მივდივართ, ვისმენთ მოსახლეობის პრობლემებსა და მოთხოვნებს. მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევას წყალმომარაგება წარმოადგენს, რომელსაც ჩემი მერობის შემთხვევაში, მოსახლეობასთან ერთად უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)