|
2021-09-08 13:54:11, 507 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა ავსტრიაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე კახა კუჭავა კოლეგებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ესაუბრება. „მნიშვნელოვანია მათთან ერთად ვისაუბროთ ჩვენს დღის წესრიგზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო დაგვაახლოვოს ევროპასთან. პარლამენტის თავმჯდომარეებისგან ვიღებთ მხარდაჭერას - ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ ეჭვი არ ეპარებათ იმ გზის შესახებ, რომელზეც საქართველო დგას და რის მიღწევას ვაპირებთ ჩვენ მათთან ერთად - ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ვიზიტის მეორე დღეს, კახა კუჭავამ შეხვედრა უკვე გამართა სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ ზორჩიჩთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)