03:08 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 12:13:31, 545 ნახვა

პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუა აირჩიეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩიეს.

აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი ზარქუას კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა წარუდგინა კოლეგებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წარდგენილი კანდიდატი ახლახან შეუერთდა კომიტეტს, თუმცა ის აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონების განვითარების მიმართულებით.  სოზარ სუბარმა ისაუბრა მისი განვლილი საქმიანობის შესახებ და ასევე აღნიშნა, რომ ის ახლახან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა.

კომიტეტმა მოუსმინა ირაკლი ზარქუას, რომელმაც განაცხადა, რომ  „თვითმმართველობების გაძლიერება ადგილზე არის ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი დეტალი.  მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად მეც მექნება პატივი, უფრო მეტი ზედამხედველობა განვახორციელოთ რეგიონების განვითარებისთვის მიმდინარე პროექტებზე, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ადგილობრივი თვითმმართველობები".

კომიტეტმა კენჭისყრით ერთხმად დაუჭირა მხარი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი ზარქუას არჩევას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics