|
2021-09-07 14:37:02, 733 ნახვა
საზოგადოება
ბექა ფერაძე - იქმნება აპლიკაცია, რომელიც მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე, რომელიც QR კოდით მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას მოახდენს.- ამის შესახებ ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა. მისი თქმით, აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია მოქალაქის PCR და სწრაფი ტესტის პასუხისა და ვაქცინაციის შესახებ. "სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია კოვიდსტატუსის დადგენის მიზნით, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის კოვიდსტატუსის იდენტიფიცირებას. ამ აპლიკაციის მეშვეობით აბსოლუტურად გათვალისწინებულია პერსონალური მონაცემების სრული დაცვა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მისი ინფორმაციის დამუშავებას. აპლიკაცია მოიცავს ბოლო 72 საათში PCR ტესტის უარყოფით პასუხს, სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი ასახული იქნება 24 საათის განმავლობაში, ასევე აპლიკაციაში იქნება ინფორმაცია ვაქცინაციაზე, აცრილია თუ არა ადამიანი და ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ აქვს კოვიდი გადატანილი", - განაცხადა ფერაძემ. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ ექნება შესაბამისი სმარტფონი აპლიკაციის ჩამოსატვირთად, მას შეეძლება საკუთარი QR კოდის ამობეჭდვა. აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)