|
2021-09-07 11:11:47, 752 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 21 პირი დააკავა. მათ შორის 18 - ნარკორეალიზაციისთვის. სამართალდამცველებმა მათგან, საკონტროლოდ, რამდენჯერმე შეისყიდეს ნარკოტიკული საშუალება და ფაქტი ფარულად გადაიღეს. პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ., 1974 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ. გ., 1974 წელს დაბადებული ე. კ., 1970 წელს დაბადებული გ. კ., 1982 წელს დაბადებული ზ. მ., 1984 წელს დაბადებული ა.ა. და 1992 წელს დაბადებული გ.ნ. 1988 წელს დაბადებული ა. ნ. და 1988 წელს დაბადებული ვ. ა., 1986 წელს დაბადებული ვ. მ., 1986 წელს დაბადებული ტ. ა., 2004 წელს დაბადებული ა. გ., 1973 წელს დაბადებული ი. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. ა., 1986 წელს დაბადებული რ. გ., 1974 წელს დაბადებული ი.ა., 1992 წელს დაბადებული მ.კ., 1990 წელს დაბადებული ო.ზ., 1964 წელს დაბადებული ა.გ. , 1982 წელს დაბადებული მ.ჭ. და 1985 წელს დაბადებული გ.ა. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ. პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)