|
2021-09-06 20:32:04, 425 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ამ ქალაქისთვის არა უბრალოდ კარგი, არამედ ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო მინდა
"ამ ქალაქისთვის არა უბრალოდ კარგი, არამედ ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო მინდა. ეს არის ჩემი ამბიცია, ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც მოქალაქის, როგორც თბილისის სამსახურში მდგომი საჯარო მოსამსახურის მიზანი, გნებავთ გამოწვევა და თქვენგან დაკისრებული ვალდებულება, "- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა. პროგრამის წარდგენამდე კახა კალაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნდობისთვის და თბილისელების მხარდაჭერით მიღებულ მოტივაციაზე ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში თქვენგან ვგრძნობ. მადლობა ყველას იმ გულწრფელი კრიტიკის და შექებისთვის, რომელიც მაძლევდა უფრო მეტ მოტივაციას და ძალას, ჩვენი დედაქალაქის სამსახურში მეტი ენერგია და მოწადინება ჩამედო. მე ვარ ბედნიერი, როცა სამუშაო დღის ბოლოს ვბრუნდები სახლში და ჩემს ოთხ პატარა თბილისელს, ჩემს მეუღლეს ვუყვები, თუ როგორ ჩაიარა მორიგმა სამუშაო დღემ, ვუყვები იმ გეგმებზე, რასაც ვახორციელებთ მათთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს დედაქალაქში ცხოვრობს და მომავალში იცხოვრებს. ბედნიერი ვარ, როცა რიგითი მოქალაქეების თვალებში ვხედავ მხარდაჭერას, მოწონებას და იმედს, რომ ჩვენი თბილისი არა მხოლოდ კარგი, არამდე საუკეთესო ქალაქი იქნება", - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)