|
2021-09-06 15:06:47, 541 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში 2019 წლის 19–21ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ინიცირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 19–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ინიცირებული „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა. პროექტის თანახმად: • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 19-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
• ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. • პირი, ვის მიმართაც გავრცელდება აღნიშნული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება. კანონპროექტი ინიცირებულია ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხნაშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნება" დადებულ პირობას, კანონპროექტის შემოდგომაზე მესამე მოსმენით მიღების თაობაზე, ასრულებს. „როდესაც ჩატარდა ბრიფინგი შარლი მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენ მთელ რიგ სარეფორმო საკითხებს ბოლომდე მივიყვანდით, მათ შორის, ხაზგასმით აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა 19–21 ივნისის მოვლენებს და რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებული იყო, შემოდგომაზე მესამე მოსმენით იქნებოდა მიღებული. „ქართულო ოცნების" გუნდი ამ პირობას ვასრულებთ", - აღნიშნა ანრი ოხანაშილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)