|
2021-09-04 18:04:19, 436 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი გახარიაზე - კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რამ გასწავლეს, დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო
ეს ადამიანი მარტო არ იყო, როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, მთელი პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია, კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუნდმა ყველაფერი გააკეთა მისთვის, დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ნდობისა. „გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის, დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ასეთი ნდობისა, როცა კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რამ გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს რომ იტყვიან და დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო და გუნდს, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის თუ შეცდომის და გადაცდომის შემდეგ. ჯერ ერთი მას არავინ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი, აქედან დავიწყოთ, მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე, რომ მე არაფერი გამკვირვებია და ეს მისი ინტერპრეტაციებია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)