|
2021-09-03 14:08:53, 559 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება
რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოხდება 2-3 კვირის შემდეგ-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების. ,,მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად დაიწყო გავრცელების მატება, რასაც მოჰყვება მაღალი სიკვდილობაც. შემთხვევების რაოდენობაზე არის დამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრითი წილი, როდესაც ხდება რაოდენობის მკვეთრი მატება, ასევე იზრდება მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ეს ის კანონზომიერებაა, რომელსაც ვერსად ვერ გავექცევით. ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების. რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოხდება 2-3 კვირის შემდეგ. დაავადების 80%-ში არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები, მაგრამ აქედან 15-20%-ში ხდება დაავადების პროგრესირება, პროგრესირების შემთხვევაში ეს უნდა შეფასდეს სწორად და პროგრესირების პროცესში, სანამ პაციენტების მკვეთრი დამძიმება მოხდება სასურველია მათი კლინიკაში მოთავსება. ეს არ არის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, უმეტეს ნაწილში ეს არის დაავადების პროგრესირება . ბუნებრივია, ერთეული შემთხვევები დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის იქნება, რაც შესაძლოა, დამოკიდებული იყოს როგორც საწოლების რაოდენობაზე, ასევე თვითონ პაციენტზე და მისი მდგომარეობის შეფასებაზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)