|
2021-09-02 17:44:57, 387 ნახვა
პოლიტიკა
გივი მოდებაძე- მადლობა „ქართულ ოცნებას" ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ მომეცა შანსი, გავაკეთოთ ბევრი კარგი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის
,,დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას" ნდობისა და შესაძლებლობისთვის, რომ კვლავ მომეცა შანსი გავაკეთოთ ბევრი კარგი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის'' - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების'' ჭიათურის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ წარდგენაზე განაცხადა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ჭიათურაში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ქალაქს აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება ,,ბევრ მნიშვნელოვან პროექტზე გვქონდა საუბარი, თუმცა, მინდა, გამოვყო, რომ ჭიათურას დღეს აქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, აშენდა რამდენიმე ახალი სკოლა და ბაღი, დაიგო დაახლოებით, 120 კილომეტრზე მეტი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ძალიან ბევრი სკვერი. ეს პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებაა. დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერებთ თანამედროვე, გონდოლებიან საბაგირო გზას, რომელიც დაახლოებით 10 დღეა გაიხსნა და 20 000-ზე მეტი ვიზიტორი უკვე იმყოფებოდა. ჩვენს ქალაქში ბევრი საბაგირო გზაა და საუბარია მათ განვითარებაზე. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში დაიწყება ე.წ „მშვიდობისა" და „25-ის" მიმართულებით ისტორიული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. მადლობა მინდა გადაუხადო „ჯორჯიან მანგანეზს", რომელიც ყველა იმ სასიცოცხლო პროექტშია ჩართული, რომელიც ამ ბოლო დროს ქალაქში ხორციელდება. ცენტრალური ხელისუფლების, „ჯორჯიან მანგანეზის", ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით ძალიან ბევრ რამ გაკეთდა ამ ქალაქის განვითარებისთვის. წარმოგიდგინოთ გუნდს, რომელიც ჭიათურის მომავლისთვის იზრუნებს, საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს: ალექსანდრე ციცქიშვილი, გელა ბუზალაძე, დავით ყიფშიძე, რომა მუმლაძე, ირაკლი მერმანიშვილი, გიორგი დემეტრაშვილი, ზაზა ჯოხაძე, გიორგი ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გელა გელაშვილი, ვახტანგ ცუცქირიძე, ოლეგ კობიაშვილი, ემზარ მიქაცაძე '' - განაცხადა გივი მოდებაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)