07:06 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 19:57:26, 528 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან, საავადმყოფოებშიც შევა და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას

ერთ კვირაში, კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას მათი ოჯახის წევრები გამარტივებულად, კლინიკაშივე შეძლებენ -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა დღეს ვანში ისაუბრა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი წარადგინა.
რატი ბრეგაძის განმარტებით, კოვიდ ინფიცირებულ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას  შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.
„იმ პატიმრებს, რომლებიც დღეს  იმყოფებიან კერძო კლინიკებში, იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ საშუალება ეკონტაქტონ საკუთარ ოჯახებს და ჯანმრთელობის შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, სულ რაღაც ერთი კვირის განმავლობაში მიეცემათ ამის საშუალება კერძო კლინიკებიდანაც კი.  კომპანია, რომელიც ემსახურება იუსტიციის სამინისტროს და უზრუნველყოფს პატიმრების კავშირს ოჯახებთან,   საავადმყოფოებშიც შევა და უზრუნველყოფს მათ შორის კომუნიკაციას.  ეს არის ნათელი სხვაობა იმ დამოკიდებულებას შორის, როდესაც მაგალითად, პატიმრებს  აყურებინებდნენ მიცვალებულს და აბამდნენ გარდაცვლილი პატიმრების გვერდით. დღეს კი,   საავადმყოფოში მყოფ პატიმარს ეძლევა იმის საშუალება, რომ დაუკავშირდეს საკუთარი ოჯახის წევრებს"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics