|
2021-09-01 16:56:13, 336 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს ის , რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდით ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით
ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა 2012 წელი გაიხსენა, როდესაც სამტრედიაში კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა. „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ წარვუდგინოთ ჩვენს საზოგადოებას ჩვენი მერობის კანდიდატი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად ვიყავით რამდენიმე წლის წინ, სად ვართ დღეს, სად მივდივართ და სად ვიქნებით ხვალინდელ დღეს. ვიმყოფებით რა სამტრედიაში, მახსენდება 2012 წელი, როდესაც ჩემს მეგობარ კახა კალაძესთან ერთად ვიმყოფებოდი აქ, მის მშობლიურ მუნიციპალიტეტში. მაშინ სხვა დრო იყო, მეგობრებო. ჩვენ კარგად გვახსოვს ის მჩაგვრელი, რეპრესიული მკვლელი რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი გავერთიანდით ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და ქვეყანას მოვუტანეთ ისტორიული გამარჯვება. მას შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული, ხელშესახები პროგრესი განიცადა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი თუ სხვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, საქმე ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა. ამისთვის საჭიროა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ასეთი ხალხისგან არის დაკომპლექტებული „ქართული ოცნება". ჩვენ ჩვენი მიღწევებით, შრომით, ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ამ შეცდომებს ვიაზრებთ, ვასწორებთ, მივდივართ წინ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)