|
2021-09-01 12:23:45, 374 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით მცდელობა იყო, რომ ფინანსური სანქციები დაწესებულიყო, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა
რაც შეეხება ჩვენს მისწრაფებას, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, და არა თქვენი ხელმძღვანელების, სააკაშვილის და მისი „ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელების, ის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ მმართველი გუნდის ნებით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. „ჩვენ ეს ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენი ნებით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ და ვთქვით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენი მთავრობის და ჩემი პრემიერობის დროს ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ დოკუმენტს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს, აქედან გამომდინარე საერთოდ რაზეა საუბარი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, ეს პროცესი გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი და ამას დრო სჭირდება. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ", - აღნიშნა პრემიერმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)