09:20 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 21:09:47, 782 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა ნარიმანიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.-ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პრეს სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, მერობის კანდიდატი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ჩუბინიაანთკარის, ჩირდილელიაანთკარის, გრიგოლაანთკარის, მლაშეს, პირმისაანის, ვარსიმაანის, რადიოსადგურისა და ბაზალეთის დევნილთა ჩასახლების მოსახლეობას შეხვდა.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აქ სხვადასხვა  პროექტები განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სოფლებს მაღალმთიანი დასახლების  სტატუსი მიენიჭა და მოსახლეობა სოციალური შეღავათებით სარგებლობს.

არის გარკვეული პრობლემებიც. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა გაზიფიცირება. სეზონზე ბაღების მორწყვასთან დაკავშირებით სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ, ამიტომ, ითხოვენ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობის მხარდაჭერით და მოსახლეობის გვერდში დგომით ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება“- განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics