|
2021-08-30 20:02:13, 904 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე-დღეს რომ არის ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე
დღეს რომ არის ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე. ეს ხარისხისთვის არ არის სასურველი და არც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,სწავლის დაწყება არადისტანციურად რისკების შემცველია. „დღეს რომ არის ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე. ეს ხარისხისთვის არ არის სასურველი და არც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, - უკვე ორი წელია სკოლის გარემო არ უნახავთ, ეს ონლაინ სწავლება არა მარტო ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, მათ ფიზიკურ განვითარებასა და ადამიანურ ურთიერთობასაც. დღევანდელი პირობებით, დასწრებული სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს. თუ 15 დღეში მივაღწევთ მნიშვნელოვან კლებას, მე იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა გადახედავს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს“, - განაცხადა ცერცვაძემ
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)