|
2021-08-30 19:04:57, 936 ნახვა
საზოგადოება
ციციშვილის კლინიკის დირექტორი - „დელტა“ შტამის განსაკუთრებული სამიზნე რატომღაც ბავშვები და ორსულები აღმოჩნდა
გარდა იმისა, რომ „დელტა“ შტამი ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი მუტაციები, განსაკუთრებული სამიზნე რატომღაც ბავშვები და ორსულები აღმოჩნდა. - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის წინა ტალღების დროს, მათ კლინიკაში არც ერთ პაციენტს არ დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა. „გარდა იმისა, რომ „დელტა“ შტამი ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედი მუტაციები, განსაკუთრებული სამიზნე რატომღაც ბავშვები და ორსულები აღმოჩნდა. როგორც ვხედავთ, ბავშვებში მძიმე მიმდინარეობა მიიღო, რაც წინა შტამების და ტალღების დროს არ შეიმჩნეოდა. არცერთ პაციენტს იმ პერიოდში არ დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა“,- აღნიშნავს მაია ჩხაიძე. მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდმიმღები 175 საწოლია, აქდან 25 რეანიმაციული, ყოველდღე 15-18 ბავშვი ეწერება, მაგრამ „პერმანენტულად ივსება კლინიკა ახალი პაციენტებით“.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)