11:36 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 17:50:39, 822 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის გამგეობამ 13 დაზიანებული სპორტული მოედანი აღადგინა

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

ამ ეტაპისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში, 13 სპორტულ მოედანზე ჩატარდა, 7 მოედანი დიდუბეში რეაბილიტირდა, ხოლო 6 დაზიანებული საფეხბურთო მოედანი დიღმის მასივში განახლდა.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 172 882 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics