06:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-30 15:06:05, 836 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - 1-ლი სექტემბრიდან ქართული წარმოების გაძლიერების, ექსპორტის გაფართოებისა და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლების ხელშემწყობ პროგრამას ავამოქმედებთ

პირველი სექტემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი კომპონენტები შედის ძალაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებასა და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ის საწარმოები, რომლებიც ჩართული არიან საექსპორტო წარმოებაში ან არიან იმპორტის კონკურენტები და ემსახურებიან იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას და ჩანაცვლებას,  ახალი პროგრამებისთვის ერთდროულად მიიღებენ როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებით 60 პროცენტით საგრანტო თანადაფინანსებას გავუწევთ ბანკების წინაშე, ამავდროულად მოხდება სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი ან უკვე ჰყავთ სამი ან მეტი შვილი.

„პირველი სექტემბრიდან ოჯახებს, რომელთაც სურთ ამ პროგრამაში მონაწილეობა, რათა გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და შეიძინონ საცხოვრებელი ბინა, უკვე შეუძლიათ, მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ პროცენტის სუბსიდირების პროგრამით, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები", - დასძინა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics