|
2021-08-30 12:51:59, 531 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერობის და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა თემქის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ზღვისუბანში, კერძოდ, თემქის ხევში, მოსახლეობას შეხვდნენ და საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. კახა კალაძის თქმით, თემქის ხევის პარკი ერთ-ერთი მასშტაბური და კეთილმოწყობილი სივრცე იქნება დედაქალაქში. „გვახსოვს ყველას, აქ რა ხდებოდა და როგორ იყო დაჭაობებული ყველაფერი. პირველ ეტაპზე, მთლიანად უნდა მოხსნილიყო დაჭაობებული ფენა. ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს პროექტი და აქ იქნება საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომლითაც არა მარტო ადგილობრივები, არამედ ზოგადად, თბილისის მოსახლეობა და ტურისტები ისარგებლებენ. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო პარკი თავისი ინფრასტრუქტურით", - განაცხადა კახა კალაძემ. საქალაქო პარკი 20 ჰექტარზე ეწყობა და ის თბილისის ერთ-ერთი დიდი რეკრეაციული სივრცე იქნება. პროექტი 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოების ღირებულება 39 280 000 ლარია. თემქის ხევში ასევე იმყოფებოდნენ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში, ასევე, კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი.
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)