|
2021-08-28 18:39:09, 872 ნახვა
საზოგადოება
მარიამობასთან დაკავშირებით, პატიმრებს საჩუქრად 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის მხარდაჭერით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ.- ინფორმაციას პენიტენციალური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს მათივე ცნობით, თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დღეიდან უკვე საშუალება აქვს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციით ისარგებლოს. "სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსებით, ნაწილობრივ მოხდება მსჯავრდებულებისთვის გარესამყაროსთან იმ კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, რაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ხანგრძლივი პაემნების აკრძალვამ შეუქმნა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს."- ნათქვამია უწყების განცხადებაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)