|
2021-08-28 18:17:52, 909 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში გასვლითი ბრიგადები აჭარის სოფლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას განაგრძობენ
აჭარის მაღალმთიან სოფლებში, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია გრძელდება.- ინფორმაციას აწარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს, გასვლითი ამცრელი ბრიგადები აცრებს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუთურაულისა და ფურტიოს საექიმო ამბულატორიებში ატარებენ. "სოფლად ვაქცინაცია ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავისსავე სოფელში ჩაიტაროს ვაქცინაცია და სასურველი ვაქცინით აიცრას. ვაქცინაციის მსურველთა სტატისტიკა აჭარაში ყოველდღიურად მზარდია. ამჟამად ადმინისტრირებულია 135 904 ვაქცინა, რაც პროპორციულად ასე გამოიყურება: ერთი დოზით აცრილი გახლავთ მოსახლეობის 26.9 %, ხოლო ორი დოზით 11.7%."- ნათქვამია ინფორმაციაში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)