|
2021-08-27 20:20:09, 711 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე- ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია
სანამ „დელტა“ შტამი გავრცელდებოდა, მანამდე ორსულებს შორის სიკვდილიანობა ნაკლები იყო. ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია, უფრო მძიმეა.-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თემგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორსულობა გარკვეული ძვრებს იწვევს ორგანიზმში, იმუნურ სისტემაში,სწორედ ამიტომ ისინი ძალიან მოწყვლადი ჯგუფი. „სერიოზული პრობლემაა დღეს ორსულებს შორის გარდაცვალების შემთხვევები. რამდენადაც ვიცი, 13 ორსულია გარდაცვლილი. სანამ „დელტა“ შტამი გავრცელდებოდა, მანამდე ორსულებს შორის სიკვდილიანობა ნაკლები იყო. ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია, უფრო მძიმეა, მაგრამ რამე განსაკუთრებული მოულოდნელობა არაა, როცა არის ქვეყანაში გარდაცვალების 7 ათასი შემთხვევა, ორსულიც ადამიანია, 13 გარდაცვლილ ორსულს, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით თავიდან. რა თქმა უნდა, ორსული უფრო მოწყვლადია, მას უფრო მეტი აქვს დამძიმების რისკები, თვითონ ორსულობა გარკვეული ძვრებს იწვევს ორგანიზმში, იმუნურ სისტემაში, თავად ორსულობა დატვირთვაა ორგანიზმის, ცნობილია, რომ ნებისმიერი თანმხლები დაავადებებით ან დატვირთვების მქონე პაციენტებში დაავადება უფრო მძიმედ ვითარდება. სწორედ ამიტომ მყისიერად გააკეთა ჯანდაცვის სექტორმა რეაგირება და შექმნილია სპეციალური გუნდი, სპეციალური სამსახური ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების და მეანგინეკოლოგების მონაწილეობით, რომლებიც სპეციალურად ფოკუსირებული არიან ორსული კოვიდპაციენტების მართვაზე“, - განაცხადა ცერცვაძემ
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)