12:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 18:52:09, 457 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში, სეტყვისგან დააზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა დაწყებულია

26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. 27  აგვისტოს 16:00 საათის  მონაცემებით,  სახელმწიფო დაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან სადაზღვევო კომპანიებში შესულია 1,700-ზე მეტი შეტყობინება დაზიანებული ფართობი 1,200 ჰექტარზე მეტს შეადგენს.- ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების შეტყობინებები ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიიღება როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ნომერზე 1501. პროცესში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურები. შეტყობინებების მიღების პროცესის პარალელურად, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.

"იმის გათვალისწინებით რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის და, მნიშვნელოვანია, არ შეფერხდეს ყურძნის კრეფის  პროცესი, სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის ადგილზე მისვლამდე, მევენახე ფერმერს შეუძლია აიღოს მოსავალი, რისთვისაც საჭიროა, შეტყობინება განახორციელდეს სადაზღვევო კომპანიაში და  გაფორმდეს შესაბამისი შეთანხმება."-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics