|
2021-08-27 18:29:27, 484 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - ყველა რესურსი მობილიზებულია, რომ მევენახეებმა ყურძნის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ოთარ შამუგია დღეს, კახეთში სეტყვით დაზარალებულ მევენახეებს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეხვდა და პირადად მოინახულა დასეტყვილი ვენახები. შეხვედრებში მონაწილეობდნენ კახეთის გუბერნატორი - ირაკლი შიოშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსო - ლერი ბარნაბიშვილი. ოთარ შამუგიამ, სოფელ აკურაში შეკრებილ მევენახეებს განუმარტა, რომ სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, დასეტყვილი ყურძნის შეუფერხებლად დასაბინავებლად. მინისტრის მოადგილე, სოფელ აკურაში სახელმწიფო საწარმოს ყურძნის მისაღებად მზადყოფნას გაეცნო. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" დღეიდან მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება გადამუშავებისთვის.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)